შვედეთი იმ ქვეყნების სიას შეუერთდა, რომლებმაც „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის გამო ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა შეაჩერა. მთავრობის გადაწყვეტილებით, შვედეთი ავიამიმოსვლას დანიასთანაც წყვეტს.
„ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბრიტანეთთან და დანიასთან დაკავშირებით წესდება შეზღუდვა“, – განაცხადა შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მაიკლ დამბერგმა.
ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობის ცხრა შემთხვევა დანიაშიც დაფიქსირდა.