დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა შვედეთმაც შეაჩერა
დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა შვედეთმაც შეაჩერა

შვედეთი იმ ქვეყნების სიას შეუერთდა, რომლებმაც „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის გამო ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა შეაჩერა. მთავრობის გადაწყვეტილებით, შვედეთი ავიამიმოსვლას დანიასთანაც წყვეტს.

„ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბრიტანეთთან და დანიასთან დაკავშირებით წესდება შეზღუდვა“, –  განაცხადა შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მაიკლ დამბერგმა.

ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობის ცხრა შემთხვევა დანიაშიც დაფიქსირდა.