დიდ ბრიტანეთში შტორმმა „კიარამ“ პრობლემები შექმნა

23:58, 09.02.2020

ბრიტანეთში შტორმი „კიარა“ მძვინვარებს. ქარის სიჩქარე საათში 145 კილომეტრს აღწევს.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გადადებულია რამდენიმე რეისი, მათ შორის ჰითროუსა და გეთვიკის აეროპორტებში; შეზღუდულია სარკინიგზო მიმოსვლა. ქვეყნის მაშტაბით წყალდიდობის 200-ზე
მეტი გაფრთხილება გასცეს.

უამინდობის გამო გადაიდო რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის სპორტულიც. 118 ათასი ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მსგავსი