ბრიტანეთში შტორმი „კიარა“ მძვინვარებს. ქარის სიჩქარე საათში 145 კილომეტრს აღწევს.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გადადებულია რამდენიმე რეისი, მათ შორის ჰითროუსა და გეთვიკის აეროპორტებში; შეზღუდულია სარკინიგზო მიმოსვლა. ქვეყნის მაშტაბით წყალდიდობის 200-ზე
მეტი გაფრთხილება გასცეს.
უამინდობის გამო გადაიდო რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის სპორტულიც. 118 ათასი ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.