დიდ ბრიტანეთში საწვავის დეფიციტი გრძელდება
დიდ ბრიტანეთში საწვავის დეფიციტი გრძელდება

დიდ ბრიტანეთში უკვე რამდენიმე დღეა, ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის დეფიციტია. როგორც „ბიბისი“ წერს, პრობლემა უკავშირდება ბენზინმზიდების მძღოლების დეფიციტს, რაც დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შემდეგ წარმოიქმნა. ბრექსიტის შემდეგ, ბევრმა ევროპელმა მძღოლმა დიდ ბრიტანეთში მუშაობაზე უარი თქვა და სამშობლოში დაბრუნდა

მთავრობა მოუწოდებს მძღოლებს, თავი შეიკავონ დიდი რაოდენობით ბენზინის შეძენისგან, რადგან, მათი მტკიცებით, ქვეყანას საკმარისი საწვავის მარაგი აქვს. თუმცა, მოქალაქეების აცხადებენ, რომ ბენზინის დეფიციტის გამო ისინი სამსახურებში დროულად მისვლას ვერ ახერხებენ. მოქალაქეთა ნაწილი ითხოვს, რომ სამედიცინო პერსონალს, მასწავლებლებს და სხვა გადაუდებელი საჭიროების პროფესიების ადამიანებს საწვავი ურიგოდ მისცენ.

მედიის ცნობით, დიდ ბრიტანეთში საწვავის რიგში მძღოლებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც „სქაი ნიუსი“ წერს, ინციდენტი ლონდონში ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი მძღოლი საწვავის ურიგოდ ყიდვას შეეცადა. საპასუხოდ ერთ-ერთმა მძღოლმა დანა ამოიღო და მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვა.

კრიზისის დასაძლევად დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 5 000 ევროპელ მძღოლს დროებითი ვიზა მისა. ბენზინის ტრანსპორტირების პროცესში ჩაერთვებიან სამხედროებიც.