დიდ ბრიტანეთში, პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე ოქსფორდის უნივერსიტეტის 16 სტუდენტი დააკავეს
დიდ ბრიტანეთში, პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე ოქსფორდის უნივერსიტეტის 16 სტუდენტი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, მომიტინგეები უნივერსიტეტის ერთ-ერთ ოფისში შევიდნენ და ფანჯრიდან პალესტინის დროშა გადმოფინეს.
ამასთან, Oxford Action for Palestine Group-ის განცხადებით, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ პოლიცია მას შემდეგ გამოიძახა, რაც სტუდენტებმა დაიწყეს აქცია უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, როგორც ეს მოხდა აშშ-ის კამპუსებში:
„აშკარაა, რომ ადმინისტრაციას ურჩევნია, დაკავება, გაჩუმება და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს საკუთარ სტუდენტებს, ვიდრე დაუპირისპირდეს ისრაელის მხრიდან ღაზაში გენოციდის შესაძლებლობას“.
ამასთან, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს, პოლიციელებსა და სტუდენტებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „გაუშვით“.
ოქსფორდის უნივერსიტეტში განაცხადეს, რომ პატივს სცემენ გამოხატვის მშვიდობიან ფორმას.
დემონსტრანტების მოთხოვნებს შორისაა უნივერსიტეტის მხრიდან იმ კომპანიებთან თანამშრომლობაზე უარის თქმა, რომლებიც ისრაელის არმიასთან არიან დაკავშირებული.