დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 3 568 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პირველი აპრილის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის ოთხ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 127 ათასზე მეტი ადამიანი.
ქვეყანაში ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 32 მილიონს ადამიანს აქვს მიღებული, მათგან 189 665 -ს ვაქცინის ორივე დოზა.