დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 3 568 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 3 568 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 3 568 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პირველი აპრილის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის ოთხ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 127 ათასზე მეტი ადამიანი.

ქვეყანაში ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 32 მილიონს ადამიანს აქვს მიღებული, მათგან 189 665 -ს ვაქცინის ორივე დოზა.