დიდ ბრიტანეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 491 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 38 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 4 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 127 123 ადამიანი.
დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 32 მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული.