დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 2 491 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 2 491 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დიდ ბრიტანეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 491 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 38 ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 4 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 127 123 ადამიანი.

დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 32 მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული.

დატოვე კომენტარი