დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 12 718 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 738 პაციენტი გარდაიცვალა
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 12 718 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 738 პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაციას „ბიბისი“ მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყანაში ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა 20 944-ს შეადგენს.
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 15 940 972 ადამიანს გაუკეთდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 4 071 185 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 118 933 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ვირუსის გავრცელების კუთხით, დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში მეოთხე, ევროპაში კი პირველ ადგილზეა.