დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 41 385 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 41 385 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 41 385 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბრიტანეთში გამოვლენილი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში ვირუსით 357 პაციენტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 329 730 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის ვირუსით 71 109 პაციენტი დაიღუპა.

ბრიტანეთი ვირუსის გავრცელების მხრივ, მსოფლიო ქვეყნების ათეულშია.