დღეს დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება.
ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის 650 ოლქში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნება და 22:00 საათზე დაიხურება.
ყველა ბოლო დროინდელი გამოკითხვა ლეიბორისტების გამარჯვებას პროგნოზირებს, ზოგიც წერს, რომ ისინი რეკორდულად გაიმარჯვებენ.