დიდ ბრიტანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

09:41, 04.07.2024

დღეს დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება.

ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის 650 ოლქში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნება და 22:00 საათზე დაიხურება.

ყველა ბოლო დროინდელი გამოკითხვა ლეიბორისტების გამარჯვებას პროგნოზირებს, ზოგიც წერს, რომ ისინი რეკორდულად გაიმარჯვებენ.

მსგავსი