დიდ ბრიტანეთში ბოლო ერთ დღეში ახალ კორონავირუსს 616 ადამიანი ემსხვერპლა
დიდ ბრიტანეთში ბოლო ერთი დღის განმავლობაში ახალ კორონავირუსს 616 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ქვეყნის ჯანმრთელობის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
23 აპრილის მონაცემებით, ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით სულ 18 738 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი მსხვერპლი ინგლისშია, სადაც ბოლო ერთ დღეში ვირუსით 514 ადამიანი გარდაიცვალა, უელსში ბოლო 24 საათში 17 ადამიანის დაღუპვა დადასტურდა, შოტლანდიაში კი – 58-ის.
„ბიბისი“ წერს, რომ ახალი კორონავირუსით დაღუპულთა ოფიციალური მაჩვენებელი არ მოიცავს ხანდაზმულთა სახლებში აღრიცხულ ფატალურ შემთხვევებს.