დიდ ბრიტანეთში ბოლო ერთ დღეში ახალ კორონავირუსს 616 ადამიანი ემსხვერპლა

18:38, 23.04.2020

დიდ ბრიტანეთში ბოლო ერთი დღის განმავლობაში ახალ კორონავირუსს 616 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ქვეყნის ჯანმრთელობის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

23 აპრილის მონაცემებით, ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით სულ 18 738 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი მსხვერპლი ინგლისშია, სადაც ბოლო ერთ დღეში ვირუსით 514 ადამიანი გარდაიცვალა, უელსში ბოლო 24 საათში 17 ადამიანის დაღუპვა დადასტურდა, შოტლანდიაში კი – 58-ის.

„ბიბისი“ წერს, რომ ახალი კორონავირუსით დაღუპულთა ოფიციალური მაჩვენებელი არ მოიცავს ხანდაზმულთა სახლებში აღრიცხულ ფატალურ შემთხვევებს.

მსგავსი