გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 569 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ს 2 921 ადამიანი ემსხვერპლა.
ჯანდაცვის სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ კორონავირუსის ტესტი 163 194 ადამიანს ჩაუტარდა. შედეგად ინფექცია 33 718 ადამიანს დაუდასტურდა