დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 569 ადამიანი დაიღუპა

17:22, 02.04.2020

გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 569 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ს 2 921 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ კორონავირუსის ტესტი 163 194 ადამიანს ჩაუტარდა. შედეგად ინფექცია 33 718 ადამიანს დაუდასტურდა

მსგავსი