დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 041 ადამიანი გარდაიცვალა
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 041 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში გამოვლინდა ვირუსის 62 322 ახალი შემთხვევა.
დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შტამის გავრცელების გამო, დღეიდან საყოველთაო კარანტინი ხელახლა გამოაცხადეს.
დიდ ბრიტანეთში, პანდემიის განმავლობაში, ინფიცრებულთა გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი 21 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც ვირუსს დღე-ღამეში 1 224 ადამიანი ემსხვერპლა