დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 691 შემთხვევა აღირიცხა
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 691 შემთხვევა აღირიცხა. შესაბამის მონაცემებს „ბიბისი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს მაჩვენებელი სამჯერ აღემატება წინ დღის მონაცემებს, როდესაც ქვეყანაში კოვიდ-19-ით 215 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 68 307 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მეორე ადგილზეა ევროპაში იტალიის შემდეგ.
ბოლო დღე-ღამეში გაერთიანებულ სამეფოში კოვიდ-19-ი დაუდასტურდა 36 804 ადამიანს.