დიცში გარდაცვლილი პოლიციის კაპიტნის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს
ოჯახის წევრები პოლიციის კაპიტნის, 43 ნუგზარ ბარიშვილის თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ.
ოჯახის წევრების განცხადებით, ნუგზარ ბარიშვილს გვიან ღამით ტელეფონით ესაუბრნენ და საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ.
ბარიშვილები ცხინვალიდან არიან დევნილი. პოლიციის კაპიტანს მეუღლე და სამი შვილი დარჩა.
ნუგზარ ბარიშვილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
გორის რაიონის სოფელ დიცში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგოზე შსს-ს თანამშრომელი გარდაცვლილი დღეს იპოვეს.
როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, პოლიციის კაპიტანს ჭრილობა მასზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.