ოჯახის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მამაკაცი ერედვის რუსულ ბაზაზე გადაიყვანეს
ოჯახის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მამაკაცი ერედვის რუსულ ბაზაზე გადაიყვანეს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 21 წლის მამაკაცის ოჯახის ინფორმაციით, გივი ბერუაშვილი ერედვის რუსულ ბაზაზე გადაიყვანეს და მას შემდეგ ოჯახს არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

„ამ დრომდე არაფერი ვიცით. ვვარაუდობთ, რომ დღეს სასამ ართლო გაიმართება და გამოუშვებენ. წუხელის რუსულ ბაზაზე ჰყავდათ. ცოტა ნასვამი იყო და ერედვს გადავხედავო, თქვა. იქ ე.წ. საზღვართან არ არის მავთულხლართები, ვეღარ განსაზღვრა და შევიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აქედან საოკუპაციო ხაზი დაახლოებით 500 მეტრშია. ვუყვიროდით და არ გაჩერდა. დავინახე როგორ წაიყვანეს, ორი შეიარაღებული პირი იყო. აქ პოლიციის პოსტია და მივედი, დახმარება ვთხოვე. მეტი არაფერი ვიცით, ველოდებით. საღამომდე ალბათ გამოუშვებენ“, – აცხადებს პირველ არხთან დაკავებულის მამა.

21 წლის გივიკო ბერუაშვილი რუსმა სამხედროებმა ე.წ საზღვრის კვეთის ბრალდებით სოფელ დიცთან გუშინ დააკავეს.