დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა დედა ენის დღესთან დაკავშირებული პროექტის დასკვნით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა დედა ენის დღესთან დაკავშირებული პროექტის დასკვნით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

დიასპორისა კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი ჭიჭინაძემ და კომიტეტის წევრებმა ფრიდონ ინჯიამ, ქეთევან დუმბაძემ და რიმა ბერაძემ მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული მრავალპროფილური პროექტის – „შევუნარჩუნოთ ეროვნული იდენტობა ახალგაზრდა – მე-2 და მე-3 თაობის დიასპორელებს“ დასკვნით ღონისძიებაში.

მსოფლიოში არსებული გლობალური პანდემიის გათვალისწინებით, დედა ენის დღის აღნიშვნის ღონისძიებათა დასკვნითი ნაწილი, დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენელთა მონაწილეობით დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

ღონისძიების მონაწილებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტა სალომე ზურაბიშვილმა და საგარეო საქმეთაა მინისტრმაა დავით ზალკალიანმა.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე მიესალმა ჩართვაში მონაწილე დიასპორელებს, მათ ქართული ენის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ემიგრაციაში, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში. მისი განცხადებით, საპარლამენტო კომიტეტი ყოველთვის აქტიურად იქნება ჩართული ამ ღონისძიებებში და მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრს ამ ინიციატივისა და დიასპორის მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდმა მადლობა გადაუხადა კომიტეტს მხარდაჭერისთვის. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ერთობლივად ხდება დიასპორულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საინტერესო პროექტების განხორციელება, დიასპორული პრობლემატიკის გადაჭრა და გამოწვევებზე მყისიერი რეაგირება. ვლადიმერ კონსტანტინიდმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბექა ოდიშარიას იმ ინიციატივის დანერგვისათვის, როგორიცაა საპარლამენტო კომიტეტის სხდომების მიმდინარეობისას დიასპორების ონლაინ ჩართვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დედა ენის დღესთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ, ქართულ დიასპორაში ეროვნული იდენტობის და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, სამშობლოსთან მათი კავშირის გაღრმავების ხელშეწყობის, თანამემამულე მოზარდ თაობაში ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლების მიზნით პროექტის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება ჩაატარა.

დედა ენის დღის ფარგლებში, ჩატარდა კონკურსი „ქართული კალიგრაფია“, რომლის მიზანია ქართული დამწერლობისა და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია ჩვენს თანამემამულეებში, ხელით წერის კულტურის განვითარება და მოზარდთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.
კონკურსში მონაწილეებმა, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეებმა და უცხოეთში მცხოვრებმა სხვა დაინტერესებულმა პირებმა წარმოადგინეს კალიგრაფიულად შესრულებული მცირე ზომის ტექსტი და მხატვრული ესსეები. ასევე წარმოდგენილი იყო საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეების მიერ მომზადებული ვიდეო რგოლი დედა ენის დღის მისალოცად.

წარმოდგენილი ნამუშევრები შეაფასეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა.

ღონისძიების დასასრულს ნორჩი დიასპორელებისთვის მოეწყო ვირტუალური ექსკურსია იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.