დღის ბონუსები კოდი გარბრენდტს, შონ ო მალის, ალჯამეინ სტერლინგსა და ალექს პერეზს ერგოთ
ლას ვეგასში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ქარდი გაიმართა (UFC 250). შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებმა რამდენიმე გამორჩეული ნოკაუტი იხილეს.
დღის ბონუსები ოთხმა მებრძოლმა დაისაკუთრა. საღამოს საუკეთესო პერფორმანსისთვის $50 000 დოლარი კოდი გარბრენდტმა და შონ ო მალიმ მიიღეს.
გარბრენდტმა რაფაელ ანუნსაო ნოკაუტში ერთი დარტყმით გაუშვა. ანალოგიური სცენარით წარიმართა ბრძოლა შონ ომალისა და ედი ვაინლენდს შორის.
ასევე, დღის საუკეთესო ბრძოლისთვის ბონუსები ალჯამეინ სტერლინგმა და ალექს პერეზმა მიიღეს.