ალჯამეინ სტერლინგი - მერაბი იანს დაამარცხებს [ვიდეო] #1TVSPORT

სუპერმსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა თავისი მეგობრის, მერაბ დვალიშვილისა და რუსი პიოტრ იანის დაპირისპირებაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს ლას ვეგასში მერაბ დვალიშვილი თავის ერთ-ერთ უმთავრეს და პრინციპულ კონკურენტს, დივიზიონის ყოფილ ჩემპიონს, რუს პიოტრ იანს ოქტაგონზე შეხვდება.

ალჯამეინ სტერლინგი: „მერაბი გააკეთებს იმას, რასაც ყოველთვის აკეთებს – გაიმარჯვებს. მერაბი მზად არის, პრესინგი ხუთი რაუნდის განმავლობაში შეინარჩუნოს. რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა სახიფათოა მერაბისთვის, მაგრამ ასეთივე სახიფთოა იანისთვისაც. დარწმუნებული ვარ, მერაბს აქვს გეგმა, როგორ მოიპოვოს გამარჯვება“.

დვალიშვილმა UFC-ში ბოლო რვა ბრძოლა მოიგო, უკანასკნელ დაპირისპირებაში კი დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი ჟოზე ალდო დამაჯერებლად დაამარცხა. რაც შეეხება პიოტრ იანს, მან ბოლო სამი ბრძოლა (სტერლინგთან და ო’მალისთან) მსაჯთა საკამათო გადაწყვეტილებით დათმო.