დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსზე სულ 409 323 ტესტია ჩატარებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსზე სულ 409 323 ტესტია ჩატარებული, პირველადად ტესტირებულთა (PCR ტესტი) რაოდენობა კი 404 061-ია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკით, მილიონ მოსახლეზე „პისიარ“ ტესტირებულთა რაოდენობა 110 125-ია.
5 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1621 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის უკვე გამოჯანმრთელებულია 1302 პაციენტი, ხოლო ვირუსმა 19 პირი იმსხვერპლა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6144 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 292 მოქალაქე, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.