დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 80-ზე მეტის მდგომარეობა მძიმე, 16-ის კი კრიტიკულია
დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 80-ზე მეტის მდგომარეობა მძიმე, 16-ის კი კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინი დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში ამ ეტაპზე 2 133 პაციენტი გადის მკურნალობა-მეთვალყურეობას.

მისივე თქმით, კოვიდ-ცენტრებში მყოფი პაციენტებიდან 80-ზე მეტის მდგომარეობა მძიმე, 16-ის კი კრიტიკულია.

„2 133 პაციენტიდან ნახევარზე ოდნავ ნაკლები კოვიდ სტაციონარშია. კოვიდ-ცენტრბში არსებული პაციენტებიდან ამ ეტაპზე 16 გვყავს კრიტიკულად მძიმე პაციენტი, მძიმე პაციენტების რაოდენობა 80-ზე მეტია. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, ინფექციურში ახალი კორონავირუსით 34 პაციენტი რჩება, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად, ორის კი მძიმედ ფასდება.