დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 23-ის მდგომარეობა მძიმე, ექვსის კი კრიტიკულია
დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 23-ის მდგომარეობა მძიმე, ექვსის კი კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 236 პაციენტიდან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულია, 23 კი მძიმედ ფასდება.

„გუშინ გვყადა ექვსი კრიტიკული პაციენტი, ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა და გადაყვანილი იქნა მძიმეთა სიაში, მაგრამ დაგვემატა კვლავ ერთი ახალი კრიტიკული პაციენტი და კვლავ  ექვსი კრიტიკული პაციენტი გვყავს. მძიმეთა სიაში პაციენტების რაოდენობა 23-ია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, ეზუგბაიას განმარტებით, კლინიკას ახალი პაციენტი არ დამატებია. შესაბამისად, ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით 34 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

„ჩვენს ცენტრში 34 დადასტურებული შემთხვევა გახლავთ, მძიმეთა სიაში სამი პაციენტი გვყავს. სხვა პაციენტების მდგომაროება საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.