დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 21-ის მდგომარეობა მძიმე, სამის კი კრიტიკულია
დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 21-ის მდგომარეობა მძიმე, სამის კი კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 220 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მისივე თქმით, აქედან 21-ის მდგომარეობა მძიმე, სამის კი კრიტიკულია.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, ეზუგბაიას განმარტებით, კლინიკაში ამჟამად ახალი კორონავირუსით 11 პაციენტი რჩება, მათ შორის ერთის მდგომაროება კრიტიკულია.

„220 პაციენტიდან რეანიმაციასა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობას გადის სამი კრიტიკულად მძიმე და 21 მძიმე პაციენტი. ჩვენს ცენტრში გუშინ იყო 18 პაციენტი, რომელიც მკურნალობდა, გამოჯანმრთელდა შვიდი, ახალი არ მიგვიღია. დღევანდელი მონაცემებით, 11 დადასტურებული შემთხვევა გვყავს, აქედან ჯერჯერობით კვლავ ერთი კრიტიკულად მძიმე და ერთი მძიმე პაციენტია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.