დღევანდელი მონაცემებით, 820 სასწავლო დაწესებულებას მიეცა უფლება, სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განაახლოს
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, სასწავლო პროცესის განახლებამდე სკოლები შრომის ინსპექციის მიერ უნდა შემოწმდეს და ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს.
ფერაძის თქმით, ჯარიმებზე საუბარი ჯერ ადრეა და ამ ეტაპისთვის აქცენტი ნებართვის გაცემაზე კეთდება.
ამასთან, ფერაძე ამბობს, რომ უკვე სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ დაიწყება სკოლების გეგმური შემოწმება, თუ რამდენად რამდენად ითვალისწინებენ ისინი რეკომენდაციებს.
„არა მხოლოდ სასწავლო დაწესებულებები, არამედ ბევრი ბიზნეს სუბიექტი ოპერირებას აახლებს შრომის ინსპექციის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე. სკოლებთან მიმართებით გვაქვს ეს პროცესი, სასწავლო პროცესის განახლებამდე წინასწარ უნდა შევამოწმოთ, ჯარიმებზე საუბარი ჯერ ადრეა, აქცენტს ვაკეთებთ, რომ ნებართვა გავცეთ.
რაც შეეხება გეგმურ გადამოწმებას, ეს იქნება სასწავლო პროცესის განახლებისას, თუ რამდენად ითვალისწინებს ესა თუ ის სკოლა რეკომენდაციებს. დღეის მდგომარეობით, ნებართვების გაცემის ეტაპზე ვართ. ასე მკვეთრად არ შევხედავდი, რომ ვინმემ ნებართვა არ მიიღო, ეს მუდმივი პროცესია. მნიშვემლოვანია, რომ ზედმიწევნით შესრულდა ყველა მოთხოვნა.
დილას გადავამოწმეთ და 820 სასწავლო დაწესებულებას მიენიჭა უფლებამოსილება, რომ 15 სექტემბრიდან განაახლონ სასწავლო პროცესი. 15 სექტემბრამდე ყველა სასწავლო დაწესებულება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შემოწმდება. ის, ვინც დახარვეზდა და პირველ ეტაპზე არ მივეცით დადებითი დასკვნა, რეგისტრირდებიან ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე და განმეორებით ხდება ინსპექტირება“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.