დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი საქართველოსთვის მედლების მოპოვებას შეეცდება | მინსკი 2019
დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი საქართველოსთვის მედლების მოპოვებას შეეცდება | მინსკი 2019

დღეს, 24 ივნისს, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე, ძიუდოისტებისთვის დასკვნით დღეს, სამი ქართველი – ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) საქართველოს ნაკრებისთვის მედლების მოპოვებას შეეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოსტთა ყულაბაში ერთი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედალია.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:30 საათიდან დაიწყება.