დღეს დიდი ხუთშაბათია. მართლმადიდებელი ეკლესია საიდუმლო სერობასა და გეთსამანიის ბაღში მაცხოვრის შეპყრობას იხსენებს.
დიდ ხუთშაბათს უკავშირდება ზიარების საიდუმლოს დაწესება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა.
09:00 საათიდან სამების ტაძარში წირვა დაიწყება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს.
ლიტურგიის შემდეგ კი ფეხთბანვის რიტუალი შესრულდება. პატრიარქი 12 მღვდელს ფეხს დაბანს.
ეს ტრადიცია სახარებისეული ეპიზოდის სიმბოლური გამეორებაა, როდესაც ქრისტემ თავის მოწაფეებს, სიმდაბლის ნიშნად, ფეხი დაბანა.
დიდი ხუთშაბათის კიდევ ერთი მსახურება 12 სახარების წაკითხვაა. სახარებიდან მაცხოვრის შეპყრობას, წამებასა და ჯვარცმის ეპიზოდებს წაიკითხავენ.
მრევლი ღვთიმსახურებას ანთებული სანთლებით ესწრება, რომელიც შემდეგ სახლში მიაქვთ.
სამების ტაძარში 12 სახარების კითხვა 19:00 საათზე დაიწყება.