დღეს დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ახალი ლიდერისა და შესაბამისად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვინაობა გახდება ცნობილი. „კონსერვატიული პარტიის“ წევრებს არჩევანი ორი კანდიდატს შორის უნდა გაეკეთებინათ – საგარეო საქმეთა მინისტრი და ლონდონის ყოფილი მერი ბორის ჯონსონი და მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი. ანალიტიკოსები „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის არჩევნებში გამარჯვებას ბორის ჯონსონს უწინასწარმეტყველებენ.
ივნისში ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის ასარჩევად გამართულ პირველ კენჭისყრაში ყველაზე მეტი ხმა ბორის ჯონსონმა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ბორის ჯონსონის შესაძლო გაპრემიერების გამო, გუშინ, 22 ივლისს თანამდებობა დატოვა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროპის საქმეთა მინისტრმა, ალან დუნკანმა, რომელიც ჯონსონს აქტიური კრიტიკოსია.
ბორის ჯონსონის გამარჯვების შემთხვევაში გადადგომას დიდი ბრიტანეთის კიდევ ორი მინისტრი გეგმავს – ფინანსთა მინისტრი ფილიპ ჰემონდი და იუსტიციის მინისტრი დევიდ გოკი.
ტერეზა მეიმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ 24 მაისს განაცხადა. ეს გადაწყვეტილება მთავრობის მეთაურმა მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა ბრექსიტის საკითხზე მის მიერ ბრიუსელთან შეთანხმებული დოკუმენტი სამჯერ ჩააგდო. არაერთი მცდელობის მიუხედავად, მეიმ ბრექსიტის გარშემო სკეპტიკოსი დეპუტატების დარწმუნება ვერ მოახერხა.