დღე ნახევარფინალისტების გარეშე - ხუციშვილიც მეოთხედფინალში დამარცხდა | ბუდაპეშტი 2018
დღე ნახევარფინალისტების გარეშე - ხუციშვილიც მეოთხედფინალში დამარცხდა | ბუდაპეშტი 2018

 

დავით ხუციშვილმა (92 კგ.) მეოთხედფინალურ შეხვედრაში ამერიკელ – კაილ დეიკტან, უშანსოდ 11:0, პირველივე პერიოდში წააგო და ახლა მისი დამმარცხებელის იმედადა. თუ ამერიკელი ნახევარფინალშიც იყოჩაღებს, ხუციშვილი ხვალ რეპეშაჟში ჩაერთვება. ნახევარფინალური ბლოკი, დღეს 19:45- იდან დაიწყება.

მეოთხედფინალამდე  დავით ხუციშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე, ანგოლელეი – დეუს კადიმა, ვადამდე დაამარცხა, მერვედფინალში კი თურქ – აიან სუჩუს მოუგო.

სამწუხაროდ, დღსვე  მეოთხედფინალში დამარცხდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რომელმაც რუსი -ახმედ ჩაკაევის ბარიერი ვერ დასძლია. ჩაკაევამდე ვლადიემრ ხინჩეგაშვილმა, საკვალიფიკაციო ეტაპზე, ირანელი – ამიჰოსაიდ აზიმ მაგსოუდი დაამარცხა, შემდეგ კი თურქ – სალაჰათთინ კილიჩსალანიანს დრამატულ ბრძოლაში მოუგო.

დღეს მოასპარეზე კიდევ ორმა ქართვველმა, ოქროსთვის ბრძოლა ნაადრევად შეწყვიტა. ოთარ გოგავა (57 კგ)  საკვალიფიკაციო ეტაპზე, დავით მარსაგიშვილი (92 კგ.) კი მერვედფინალში დამარცხდა.

გოგავას მძლეველი კუბელი – ანდრეუ ორტეგა, ამის შემდეგ მეოთხედფინალამდე მივიდა სადაც რუს – უგუევთან 0:6 წააგო და ქართველ ფალავანს ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსიც დაუკარგა. რაც შეეხება მარსაგიშვილის მომგებ ამერიკლს – დენ კოქსს, იგი ნახევარფინალშია და შესაბამისად, ორგზის ევროპი ჩემპიონ ქართველს, ბრინჯაოს მედლის აღების შანსი ჯერ კიდევ აქვს.

შეგახსენებთ რომ გუშინ, წინასწარი შეხვედრები, ოთხ წონით კატეგორიაში გაიმართა, საიადანც სამში ქართველი ფალავნები ფინალურ ბლოკში გავიდნენ. გენო პეტრიაშივილი (125 კგ.) და ავთანდილ კენჭაძე ( 74 კგ) ფინლაში იასპარეზებენ, ბექა ლომთაძე (61 კგ.) კი ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.