დევისის თასზე საქართველოსა და ესტონეთს შორის დაპირისპირებაში ანგარიში გათანაბრდა. ამჯერად კორტზე ალექსანდრე მეტრეველი და კრისტიან ტამი გავიდნენ. დაძაბული მატჩი ესტონელი ჩოგბურთელის გამარჯვებით, 4:6, 6:4, 3:6 დასრულდა.
ამრიგად, აგარიში ამ ორ ნაკრებს შორის გათანაბრდა – 1:1.
შემდეგ მატჩს საქართველო და ესტონეთი წყვილებს შორის გამართავენ.
ზურა ტყემალაძისა და გიორგი ცივაძის წყვილი ვლადიმირ ივანოვისა და მატიას სიიმარის წყვილს დაუპირისპირდება. ეს მატჩი ხვალ, 10:00 საათზე დაიწყება.