დევისის თასზე საქართველოსა და ესტონეთს შორის ანგარიში გათანაბრდა

15:21, 06.03.2020

დევისის თასზე საქართველოსა და ესტონეთს შორის დაპირისპირებაში ანგარიში გათანაბრდა. ამჯერად კორტზე ალექსანდრე მეტრეველი და კრისტიან ტამი გავიდნენ. დაძაბული მატჩი ესტონელი ჩოგბურთელის გამარჯვებით, 4:6, 6:4, 3:6 დასრულდა.

ამრიგად, აგარიში ამ ორ ნაკრებს შორის გათანაბრდა – 1:1.

შემდეგ მატჩს საქართველო და ესტონეთი წყვილებს შორის გამართავენ.

ზურა ტყემალაძისა და გიორგი ცივაძის წყვილი ვლადიმირ ივანოვისა და მატიას სიიმარის წყვილს დაუპირისპირდება. ეს მატჩი ხვალ, 10:00 საათზე დაიწყება.

 

მსგავსი