დევისის თასი | საქართველოს ნაკრებმა მექსიკა დაამარცხა – გადამწყვეტ შეხვედრაში ბაკშმა ფიეროს ორ სეტში მოუგო #1TVSPORT

16:15, 15.09.2024

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასის მსოფლიოს II ჯგუფში მექსიკის ნაკრები 3:2 დაამარცხა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ალექსანდრე ბაკშმა რუბიო ფიეროს ორ სეტში 6:3, 7:6 (5) მოუგო.

შეგახსენებთ, რომ მეორე საშეჯიბრო დღეს წყვილთა თანრიგში ალექსანდრე ბაკშისა და ზურაბ ტყემალაძის წყვილმა სამ სეტში (6:1, 1:6, 6:3) პაჩეკო მენდეზისა და რეიეს ვარელას წყვილი დაამარცხა, ხოლო ერთეულთა თანრიგში საბა ფურცელაძე პაჩეკო მენდესთან დამარცხდა.

მსგავსი