დევისის თასი | საქართველოს ნაკრებმა მექსიკა დაამარცხა - გადამწყვეტ შეხვედრაში ბაკშმა ფიეროს ორ სეტში მოუგო #1TVSPORT
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასის მსოფლიოს II ჯგუფში მექსიკის ნაკრები 3:2 დაამარცხა.
გადამწყვეტ შეხვედრაში ალექსანდრე ბაკშმა რუბიო ფიეროს ორ სეტში 6:3, 7:6 (5) მოუგო.
შეგახსენებთ, რომ მეორე საშეჯიბრო დღეს წყვილთა თანრიგში ალექსანდრე ბაკშისა და ზურაბ ტყემალაძის წყვილმა სამ სეტში (6:1, 1:6, 6:3) პაჩეკო მენდეზისა და რეიეს ვარელას წყვილი დაამარცხა, ხოლო ერთეულთა თანრიგში საბა ფურცელაძე პაჩეკო მენდესთან დამარცხდა.