ჩოგბურთი | დევისის თასზე საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან დამარცხდა #1TVSPORT
ჩოგბურთი | დევისის თასზე საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან დამარცხდა #1TVSPORT

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში მიმდინარე დევისის თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან 2:3 დამარცხდა – გადამწყვეტ შეხვედრაში ზურაბ ტყემალაძემ ორ სეტში მასპინძელ ვილიუს გაუბასთან 5:7 3:6 წააგო – შედეგად, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჯგუფ 1-ში ვერ გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის სექტემბერში ქართველმა ჩოგბურთელებმა საკმაოდ გამოცდილი და რეიტინგში მათზე წინ მყოფი ტუნისის ნაკრები დაამარცხეს, რითიც მსოფლიო ჯგუფ 1-ში გადასასვლელ პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს.

დევისის თასზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბა ფურცელაძის, ზურაბ ტყემალაძის, ალექსანდრე ბაკშისა და სანდრო მეტრეველის შემადგენლობით იასპარეზა.