დავიდ სილვა - არაერთი შემოთავაზება მქონდა და მე „სოსიედადი“ ავირჩიე
დავიდ სილვა - არაერთი შემოთავაზება მქონდა და მე „სოსიედადი“ ავირჩიე

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, დავიდ სილვამ ინგლისური კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და „სოსიედადის“ რიგებს შეუერთდა. ესპანელმა ფეხბურთელმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„მე არაერთი წინადადება მქონდა სხვადასხვა კლუბისგან, მაგრამ „სოსიედადი“ ავარჩიე. ეს გუნდი პროგრესირებს და მისი სათამაშო სტილი იდეალურად მერგება, – ციტირებს დავიდ სილვას სიტყვებს ესპანური კლუბის პრესსამსახური. – მას შემდეგ, რაც კონტრაქტი გავაფორმე კეთილი სურვილები უამრავი გულშემატკივრისგან მივიღე. მე გადმოვდივარ ულამაზეს და ძალიან მშვიდ ქალაქში. გადაწყვეტილება ოჯახთან ერთად მივიღე“.

საინტერესოა, რომ დავიდ სილვას შეძენით, „ლაციო“ იყო დაინტერესებული, მაგრამ ესპანელმა ფეხბურთელმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.