„სოსიედადმა“ „მალიორკა“ დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერია #1TVSPORT

12:02, 17.10.2021
Real Sociedad's Spanish forward Julen Lobete (L) celebrates after scoring his team's first goal during the Spanish League football match between Real Sociedad and RCD Mallorca at the Anoeta Stadium in San Sebastian on October 16, 2021. (Photo by ANDER GILLENEA / AFP)

„სოსიედადი“ ესპანეთის ჩემპიონატის ახალ სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს. მეცხრე ტურის შეხვედრაში „სოსიედადმა“ „მალიორკას“ უმასპინძლა და რთულ ბრძოლაში გამარჯვებას მიღწია.

პირველი ტაიმის მიწურულს (45+1 წუთზე) იაენს მუნიოსს წითელი ბარეთი აჩვენეს და მოედანი დაატოვებინეს.

10 ფეხბურთელით დარჩენილმა „სოსიედადმა“ არაფერი დათმო და მატჩის ბოლო წუთებზე (90+1) „მალიორკა“ ლობეტეს გოლით დაამარცხა – 1:0.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში სატურნირო ცხრილის სათავეში „სოსიედადი“ მოექცა (20 ქულა), მეორე-მესამე ადგილებს (17 ქულით) მადრიდული გრანდები „რეალი“ და „ატლეტიკო“ იყოფენ.

მსგავსი