„ბაიერნმა“ საყრდენის პოზიციის გასაძლიერებლად მარტინ სუბიმენდი აირჩია #1TVSPORT
„ბაიერნმა“ საყრდენის პოზიციის გასაძლიერებლად მარტინ სუბიმენდი აირჩია #1TVSPORT

„რეალ სოსიედადის“ ნახევარმცველი მარტინ სუბიმენდი შეიძლება ზაფხულში „ბაიერნში“ გადავიდეს.

„ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გერმანიის ჩემპიონის პრიორიტეტული მიზანია დაცვის გაძლიერება, – წერს გაზეთი Bild-ი, – ხოლო საყრდენი ნახევარმცველის პოზიცია, დიდი ალბათობით, ზაფხულში გაძლიერდება. ამ როლზე ძირითადი კანდიდატია მარტინ სუბიმენდი „სოსიედადიდან“. კონტრაქტში მის გამოსასყიდ თანხად მითითებულია 60 მილიონი ევრო და „ბაიერნი“ განიხილავს ამ პუნქტის გააქტიურების ვარიანტს“.

ამ სეზონში სუბიმენდიმ ლა ლიგაში 15 მატჩი ჩაატარა და ორი გოლითა და ერთი შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.