„ნაპოლიმ“ ლე ნორმანდის ტრანსფერზე განაცხადი გააკეთა #1TVSPORT
„ნაპოლიმ“ ლე ნორმანდის ტრანსფერზე განაცხადი გააკეთა #1TVSPORT

რამდენიმე წამყვანი ევროპული კლუბი აქტიურად მუშაობს „სოსიედადის“ ცენტრალური მცველის რობინ ლე ნორმანდის ტრანსფერზე. კერძოდ, „ნიუკასლმა“, „ატლეტიკომ“ და „ნაპოლიმ“ განაცხადი გააკეთეს 27 წლის ესპანელი ფეხბურთელის შეძენაზე.

ამ სამი კლუბიდან ყველაზე მოკრძალებული ფინანსური შეთავაზება „ატლეტიკოს“ აქვს – ის „სოსიედადს“ 20 მილიონ ევროს გადაუხდის, თუმცა ამას დაემატება მადრიდული კლუბის ფეხბურთელი ხავი გალანი, რომელიც „სოსიედადში“ იჯარის წესით თამაშობს.

„ნიუკასლისგან“ და „ნაპოლისგან“ უფრო მომგებიანი ფინანსური შეთავაზებებია: ინგლისური კლუბისგან 25 მილიონი ევრო, რასაც დაემატება 5 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსი, იტალიური კლუბისგან – 27 მილიონი ევრო.

მიუხედავად ამისა, არც ერთი კლუბის ფინანსური პირობები „სოსიედადს“ არ აწყობს. თავად ცენტრალური მცველი ესპანეთში დარჩენას ისურვებდა.