დავიდ სილვამ კარიერა დაასრულა #1TVSPORT
დავიდ სილვამ კარიერა დაასრულა #1TVSPORT

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, ესპანელმა დავიდ სილვამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „სოსიედადის“ 37 წლის მოთამაშემ აქტიური სპორტიდან წასვლა ჯვარედინი მყესის ტრავმის გამო გადაწყვიტა.

აღნიშნავენ, რომ დავიდ სილვასთან ბასკური კლუბის კონტრაქტი გაუქმდება, რომელიც 2024 წლამდეა ძალაში.

სილვას ბრწყინვალე სანაკრებო კარიერა ჰქონდა. ესპანეთის ეროვნული გუნდის რიგებში მან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა (2010 წელს), 2008-ში და 2012-ში კი ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

ესპანელი ფეხბურთელის საკლუბო კარიერაში კი განსაკუთრებული ადგილი „მანჩესტერ სიტის“ უჭირავს. „ქალაქელებთან“ ერთად დავიდ სილვამ პრემიერლიგა ოთხჯერ მოიგო.