დავიდ სილვას კორონავირუსი დაუდგინდა
დავიდ სილვას კორონავირუსი დაუდგინდა

„რეალ სოსიედადის“ ახალბედამ დავიდ სილვამ კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარა.

როგორც კლუბის ოფიციალურ ვეგვერდზე წერია. 34 წლის ფეხბურთელი იზოლაციაში იმყოფება. მას ავადმყოფობა უსიმპტომოდ გადააქვს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი „რეალ სოსიედადში“ ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

ბასკურ კლუბამდე ფეხბურთელი 10 წელი თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში“, სადაც ოთხჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და ორჯერ ინგლისის თასის მფლობელი.

დავიდ სილვა მსოფლიოს ჩემპიონი (2010) და ორჯერ ევროპის ჩემპიონია (2008, 2012) ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში.