დევიდ რუეთსი - შესანიშნავი არჩევანი გავაკეთეთ, რომ საქართველო ITB Berlin-ის მასპინძლად შევარჩიეთ, დარწმუნებული ვარ, ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიცია გამოფენაზე ყველას გულს მოიგებს
შესანიშნავი არჩევანი გავაკეთეთ, რომ საქართველო ITB Berlin-ის მასპინძლად შევარჩიეთ. დარწმუნებული ვარ, ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიცია გამოფენაზე ყველას გულს მოიგებს, – ამის შესახებ Messe Berlin-ის დირექტორმა, დევიდ რუეთსმა განაცხადა.
„თქვენს ქვეყანაში ნამყოფი ვარ და პირადად მაქვს გამოცდილი, რას ნიშნავს, იყო სტუმარი საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიცია ყველას გულს მოიგებს ამ გამოფენაზე.
ვფიქრობ, შესანიშნავი არჩევანი გავაკეთეთ, საქართველო რომ შევარჩიეთ ITB Berlin-ის მასპინძლად, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენაა. წელს 500-ზე მეტ კომპანიას ვმასპინძლობთ 179-მდე ქვეყნიდან, მათ შორის ერთი ქვეყანა გამორჩეულია და წელს ეს საქართველოა.
იმედი მაქვს, უამრავი ახალი ბიზნესპარტნიორობა შედგება და, რაც მთავარია, ყველა შეიგრძნობს საქართველოს მრავალფეროვნებას და უამრავ მეგობარს გაიჩენთ“, – აღნიშნა დევიდ რუეთსმა.
ITB berlin 2023 ბერლინში ოფიციალურად დღეს გაიხსნება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის. წელს საქართველო გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი.