ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში გაემგზავრა
ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენას – ITB Berlin 2023-ს ოფიციალურად გახსნის. წელს საქართველო გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი.

6 მარტს, გამოფენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის მეთაური, საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

ტურისტული გამოფენა – ITB Berlin 2023 7-9 მარტს გაიმართება.