დევიდ ქემერონი - „უცხოური გავლენის გამჭირვალობის“ შესახებ კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობის სურვილი ნათელია, მათი მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია.
ამის შესახებ დევიდ ქემერონი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ ამ გზიდან გადაუხვია.
„მოსახლეობის სურვილი ნათელია: მათი მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო-ს დაძლევით და უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ გზიდან გადაუხვია. ბრიტანეთი განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდში დგომას“, – განაცხადა დევიდ ქემერონმა.