დევიდ ქემერონი - მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს, ნათლად ვთქვით, რომ ეს აქტი არასწორია, რეალურად, მსოფლიოს გარშემო ბევრი ქვეყანა ცდილობს ამას, რათა აკრძალოს სამოქალაქო სივრცე
დევიდ ქემერონი - მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს, ნათლად ვთქვით, რომ ეს აქტი არასწორია, რეალურად, მსოფლიოს გარშემო ბევრი ქვეყანა ცდილობს ამას, რათა აკრძალოს სამოქალაქო სივრცე

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხმაურება.

როგორც ქემერონი აღნიშნავს, მსოფლიოს გარშემო ბევრი ქვეყანა ცდილობს, აკრძალოს ნებისმიერი სახის სამოქალაქო სივრცე.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს. ნათლად ვთქვით, რომ ეს აქტი არასწორია. რეალურად, მსოფლიოს გარშემო ბევრი ქვეყანა ცდილობს ამას, რათა აკრძალონ ნებისმიერი სახის სამოქალაქო სივრცე, კამპანიები აქვთ იმ ნებისმიერი უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის, ნებისმიერი ქველმოქმედების, ნებისმიერი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებსაც ვერ აკონტროლებენ. ეს მთელ მსოფლიოში ავტორიტარული რეჟიმების ღერძის პრობლემაა“, – აცხადებს დევიდ ქემერონი.