დევიდ ქემერონი - ღრმად შეშფოთებული ვარ რაფაჰში სამხედრო ოპერაციის პერსპექტივით, პრიორიტეტი უნდა იყოს დაუყოვნებელი პაუზა დახმარების მისაღებად და მძევლების გასათავისუფლებლად
დევიდ ქემერონი - ღრმად შეშფოთებული ვარ რაფაჰში სამხედრო ოპერაციის პერსპექტივით, პრიორიტეტი უნდა იყოს დაუყოვნებელი პაუზა დახმარების მისაღებად და მძევლების გასათავისუფლებლად

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის მიერ რაფაჰში დაგეგმილი ოპერაციით შეშფოთებულია.

ამის შესახებ დევიდ ქემერონმა მიკრობლოგ X- ში დაწერა.

„ღრმად შეშფოთებული ვარ რაფაჰში სამხედრო ოპერაციის პერსპექტივით, ღაზის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამ მხარეში თავშესაფარშია. პრიორიტეტი უნდა იყოს დაუყოვნებელი პაუზა დახმარების მისაღებად და მძევლების გასათავისუფლებლად, შემდეგ კი პროგრესი მდგრადი, მუდმივი ცეცხლის შეწყვეტისკენ“, – წერს ქემერონი.